მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულთა ადვოკატები გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ

11:32, 07.12.2017

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ. მათი ადვოკატები სასამართლოს მიერ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას ასაჩივრებენ.

ამის შესახებ პირველ არხს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ განუცხადა.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, პროკურატურამ პასუხისგებაში ხუთი პირი მისცა. მათგან ერთ-ერთი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.

პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ხუთი პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთის მიმართ მეთვალყურეობა დააწესა.

მსგავსი