ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანზე თავდასხმის შედეგად საგრძნობლად არ დაზიანებულა მნიშვნელოვანი ობიექტები
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანზე თავდასხმის შედეგად საგრძნობლად არ დაზიანებულა მნიშვნელოვანი ობიექტები

ირანის სახელმწიფო მედია ისპაჰანის პროვინციაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ იუწყება, რომ რეგიონში დაცულია ყველა ობიექტი, მათ შორის, მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტები.

როგორც „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმას საგრძნობლად არ დაუზიანებია რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტი ისპაჰანის მახლობლად.

ამასთან, სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მტრის თვითმფრინავი არ შესულა ირანის საჰაერო სივრცეში.

ამერიკელი ოფიციალური პირების დადასტურების მიუხედავად, რომ ირანის მიმართულებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, ისრაელს ამ დროისთვის არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.

ცნობისთვის, ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა დილით მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ.