იოავ გალანტი – ისრაელის ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი, ზუსტი და განსაკუთრებით გამაოგნებელი

21:52, 09.10.2024

ისრაელის ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი, ზუსტი და განსაკუთრებით გამაოგნებელი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ირანი ვერ გაიაზრებს, თუ რა დაემართა მას, ან როგორ“, – თქვა გალანტმა.

იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის უსაფრთხოების სისტემა, ჯარისკაციდან პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ორიენტირებულია ირანზე თავდასხმის საკითხზე.

მსგავსი