იოავ გალანტი - ისრაელის ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი, ზუსტი და განსაკუთრებით გამაოგნებელი
ისრაელის ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი, ზუსტი და განსაკუთრებით გამაოგნებელი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ირანი ვერ გაიაზრებს, თუ რა დაემართა მას, ან როგორ“, – თქვა გალანტმა.
იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის უსაფრთხოების სისტემა, ჯარისკაციდან პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ორიენტირებულია ირანზე თავდასხმის საკითხზე.