ისრაელში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

14:47, 09.10.2024

ისრაელში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

ისრაელის ქალაქ ჰადერაში თავდამსხმელმა დანით მიაყენა ჭრილობა  ექვს ადამიანს, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„აღმოჩენილია ოთხი ლოკაცია, სადაც თავდამსხმელმა დანით მიაყენა ჭრილობები ექვს ადამიანს შემდეგ კი მოტოციკლეტით გაიქცა. ტერორისტი განეიტრალებულია“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მსგავსი