ადამ კინზინგერი - მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას
ადამ კინზინგერი - მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას

ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ბათუმში განუცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

„ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან ყოველდღე და რუსეთის ოკუპაცია გრძელდება. გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია აქ და აშშ-შიც. ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. ეს არის კიბერთავდასხმები. ასევე, ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ამასთან, აშშ-ი და საქართველო აღიარებენ მტკიცე მეგობრობას. მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.