აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად შესაძლოა, თინათინ ზოიძე დაინიშნოს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად შესაძლოა, თინათინ ზოიძე დაინიშნოს. ის დღემდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორია. თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
აჭარის მთავრობაში საქართველოს პირველ არხს ზოიძის დანიშვნა ამ ეტაპზე არ დაუდასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება.
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უწყების ხელმძღვანელი სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.