აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი, ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს სულხან ღლონტი ხელმძღვანელობდა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.