აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

17:18, 14.06.2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ღლონტმა თავად დაუდასტურა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მას დღესვე წარადგენენ.

„ბრძანება უკვე დაწერილია და უფრო დეტალურად ოფიციალური წარდგენის შემდეგ ვისაუბრებ. მე  ისევ ტურიზმის მიმართულებას გავუწევ კურირებას. მოგეხსენებათ, ტურიზმის დეპარტამენტი მთავრობის ოპტიმიზაციის შემდეგ სწორედ ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან სულხან ღლონტმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მუზეუმების გაერთიანების უფროსად ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე დაინიშნა.

მსგავსი