აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი – საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მეტი აქტივობა დაგვჭირდება, რათა აჭარის რეგიონში წარმოქმნილი ნეგატიური ფონი გავანეიტრალოთ

23:55, 27.11.2017

საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მეტი აქტივობა და ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა აჭარის რეგიონში წარმოქმნილი ნეგატიური ფონი გავანეიტრალოთ, – ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების უფროსმა, თამარ კაიკაციშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„იმისათვის, რომ ტურისტებმა თავი დაცულად იგრძნონ, ქვეყნის შიგნით უნდა ვიმუშაოთ თუნდაც რეგულაციების დაწესების დონეზე, რათა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უმთავრესი მოვალეობა საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის პოპულარიზაციაა.

„ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციას გაათმაგებული ტემპით გააგრძელებს და იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყანა ამ ბაზრებზე ისევ აქტუალური იქნება“, – განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.

მსგავსი