სამოგზაურო დაჯავშნის პორტალ „ექსპედიაზე“ აჭარის რეკლამა განთავსდება
სამოგზაურო დაჯავშნის პორტალ „ექსპედიაზე“ აჭარის რეკლამა განთავსდება

აჭარის რეკლამა სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე „ექსპედია“ (Expedia.com) იწყება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას პორტალზე, რომელსაც ყოველთვიურად 675 მილიონი ვიზიტორი ჰყავს ბრიტანეთსა და გერმანიაში გეგმავს. გარდა ამისა, ბათუმში დასვენების მოწოდებითა და საიმიჯო ფოტოთი დაიბრენდება ავიაკომპანია „ვიზეარის“ (WIZZ AIR) ჩასხდომის ბარათები, რომელსაც მგზავრები გერმანიისა და უკრაინის მიმართულებებზე გაეცნობიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და ბელარუსში მიმდინარეობს, თუმცა გარე, ონლაინ და სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით რეგიონის პოზიციონირება 16 სამიზნე ქვეყანაში გაზაფხულზე დაიწყო. მათ შორის, წელს პირველად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს „ბიბისის“ (BBC), „დოიჩე ველესა“ (Deusche Welle) და „ევრონიუსთან“ (euronews) ერთად „ნეიშენალ ჯეოგრაფიკისა“ (National Geographic) და „თრეველ ჩენელის“ (Travel Channel) მილიონობით მაყურებელი გაეცნო.