აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„არის შენიშვნები კოლეგების მხრიდან. სიმართლე გითხრათ, არც მე მომწონს ეს გერბი, მაგრამ გადაწყვეტილებებს ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით მივიღებთ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
რა არ მოსწონთ დეპუტატებს, გაბაიძეს არ დაუკონკრეტებია.
გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი, ციხე-სიმაგრე, მწვანე და ლურჯი ფონი და სამი ყვითელი წრე. სახელმწიფო სიმბოლიკა აჭარაში 2004 წელს ასლან აბაშიძის ხელისუფლების შემდეგ შეიცვალა.