კახა კახიშვილი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, სკოლის შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა და სახელმწიფო გერბის განთავსება სავალდებულო იყოს
კახა კახიშვილი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, სკოლის შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა და სახელმწიფო გერბის განთავსება სავალდებულო იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იყოს.

შესაბამისი ცვლილებების პროექტი ბიუროს 28 ივნისის სხდომაზე წარედგინება. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ასევე უნდა მოხდეს იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

ასევე, კანონპროექტის საფუძველზე სავალდებულო უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.