აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს

აჭარის მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. იგი მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მმართველმა გუნდმა არჩევანი უკვე მეორედ სწორედ გაბაიძეზე შეაჩერა.

ფარულ კენჭისყრაში 14 დეპუტატი მონაწილეობდა, ყველა მათგანი მმართველ გუნდს წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, ოპოზიციის შვიდი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს.

დავით გაბაიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში, განსხვავებული აზრების მოსასმენად არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. ის აპირებს ასევე, უმაღლეს საბჭოში პეტიციის ფორმატის შემოღებას და სხვადასხვა ინიციატივის წარდგენა უმაღლეს საბჭოში მოქალაქეთა ჯგუფებს სწორედ პეტიციის საშუალებით ექნებათ.

„თუ გადაწყვეტს ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შემოსვლას, ვითანამშრომლებთ, თუ არა და ეს მისი არჩევანია. გასული ოთხი წლის განმავლობაშიც ჩვენ ფაქტობრივად ოპოზიციის გარეშე გვიწევდა საქმიანობა. ასე რომ, საქმიანობის კუთხით უმაღლეს საბჭოს არანაირი პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

დატოვე კომენტარი