აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 125 შემთხვევა გამოვლინდა, 120 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 120 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 32 081-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთანმკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 22-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე, კლინიკაში მკურნალობს – 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 248, ხოლო ონლაინკლინიკაში – 863,
აჭარაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ერთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.