დევი ტაბიძე - სახლში გვაქვს ხატები, სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, ვირუსი ვერ გაარჩევს ერსა და ბერს, ყველაზე მოქმედებს
დევი ტაბიძე - სახლში გვაქვს ხატები, სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, ვირუსი ვერ გაარჩევს ერსა და ბერს, ყველაზე მოქმედებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.

ამიტომ, ტაბიძის თქმით, ყველამ უნდა დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია.

„ტენდეცია მზარდია. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვერიდით და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ასევე ჩვენი დავაადებათა კონტროლის ცენტრისაა. წარმოუდგენელია, თუნდაც ახლა ამდენი მანქანის მოძრაობა ასეთ დროს. ჩვენ თვითონ არ ვიცავთ ამ წესებს და სხვას რას მოვთხოვთ. რა ამბავია, აგერ გახედეთ“,- განაცხადა ტაბიძემ.

კითხვაზე, თუ ხედავთ საფრთხეს სააღდგომო ლიტურგიაში, ტაბიძემ უპასუხა, რომ, კი, რადგან რაც უნდა დისტანცია დაიცვას მრევლმა, ვირუსის გავრცელების რისკი მაინც არსებობს.

„საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რადგან რაც არ უნდა იყოს და როგორი წესიც არ უნდა იყოს დაცული დისტანცირების და ა.შ. ეს მაინც საფრთხის შემცველია. ვირუსი არის წვეთოვანი გზით გავრცელებადი და ამიტომ დაცული არც ერთი არაფრისგან არ ვართ. თხოვნა იქნება ჩვენი და სამედიცინო საზოგადოების, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ვართ, თავი შევიკავოთ. ძალიან კარგი წინადადება ითქვა დღეს, ყველას გვაქვს ხატები და სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, რომ ზედმეტი კონტაქტი არ გამოვიწვიოთ. ხალხო, არაფრისგან არ ვართ დაცულები. ვირუსი ვერ გააარჩევს ერსა და ბერს. ის ყველაზე მოქმედებს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.