აჭარაში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 82, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

11:49, 18.04.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი.

დღემდე რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 36 813-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ამ დროისთვის, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ხუთი პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს – 357 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 205, ონლაინ კლინიკაში – 504.

მსგავსი