აჭარაში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 82, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი.
დღემდე რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 36 813-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ამ დროისთვის, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ხუთი პაციენტი.
კლინიკაში მკურნალობს – 357 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 205, ონლაინ კლინიკაში – 504.