აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 137 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:08, 14.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 137 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 33 190-ს შეადგენს. ამასთან, უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 42-მა პაციენტმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ცხრის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 339 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 319, ხოლოონლაინ კლინიკაში – 615.

მსგავსი