კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 948, აჭარაში - 739, იმერეთში - 626
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 948, აჭარაში - 739, იმერეთში - 626

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარაში – 739, ხოლო იმერეთში – 626, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 152 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 316 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 501 297-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.95%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.78% ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 11.01%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 436 977-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 590 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა – 739, იმერეთი – 626, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 257, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 116, სამცხე-ჯავახეთი – 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 704, საიდანაც: 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 153, აჭარაში – 949, იმერეთში – 1 036. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 482 პირი, მათ შორის, თბილისში – 625, აჭარაში – 146, იმერეთში – 335.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 23, იმერეთში – 19. 3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 737 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – ხუთი.

6 ოქტომბრიდან – 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 063 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 989, პირი, აჭარაში – 7 875, იმერეთში – 5 115“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.