აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტი საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.