აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში უბედური შემთხვევა მოხდა.
41 წლის მამაკაცს, ეზოში ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა და მძიმედ დაშავდა.
მამაკაცი აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.