80 წლის კარლო თაზიაშვილი ახალგორის საავადმყოფოდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს
80 წლის კარლო თაზიაშვილი ოკუპირებული ახალგორის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა.
როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, თაზიაშვილი გულის უკმარისობის დიაგნოზით ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, პაციენტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
პაციენტი მკურნალობას მცხეთის საავადმყოფოში აგრძელებს.
,,დღეს საღამოს დაახლოებით 17:00 საათისთვის ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან გადმოყვანილ იქნა კარლო თაზიაშვილი, რომელსაც ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა და ახალგორის საავადმყოფოს ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი გადმოყვანის შესახებ. გადმოიყვანეს სასწრაფოთი ოძესამდე და შემდეგ ჩვენი სასწრაფოთი მოხდა გადმოყვანა მცხეთის საავადმყოფოში“ ,- განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილიმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოკუპირებული დაბიდან პაციენტის გადმოყვანის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.