ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატისთვის კოსოვოს დელეგაცია საქართველოში უვიზოდ შემოვა, თუმცა საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს კოსოვოს რამე ფორმით აღიარებას არ ნიშნავს
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე კოსოვოს დელეგაციას საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემა. ამ მიზნით მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
შეჯიბრი ბათუმში 3-13 აპრილს იმართება.
„განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
კოსოვოსთვის მსგავსი გამონაკლისები საქართველოში ჩატარებული სხვა სპორტული ღონისძიებების დროსაც იყო დაშვებული.