ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ზურაბ მსხალაძე აკვრაში მეხუთე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (96 კგ წონით კატეგორიაში) ზურაბ მსხალაძემ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა კონტინენტის პირველობაზე ატაცში თავი 151 კილოგრამს გაართვა და მე-12 საფეხური ერგო.
ზურამ მსხალაძემ აკვრაში 185/192 კილოგრამის დაძლევით მეხუთე ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით კი მეცხრე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენისთვის დიდების ჩემპიონატი სადებიუტოა.
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული