ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ბაქარ თურმანიძე ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ბაქარ თურმანიძე ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულდა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი. შეჯიბრების ბოლოს საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე ბაქარ თურმანიძე გავიდა (+109 კგ).

თურმანიძემ პირველ მოძრაობაში, ატაცში 175 კგ დაძლია და მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო აკვრაში 215 კგ დააფიქსირა და ასევე მეექვსე იყო. ორჭიდის ჯამში აწეული 390 კგ-ით მან კონტინენტის პირველობაზე მეხუთე ადგილი დაიკავა.

109+ კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე გამოსვლა ვერ შეძლო ლაშა ტალახაძემ. ძალოსნობის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ტალახაძეს ტრავმა აქვს.

სოფიაში დღეს ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ).