ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ირაკლი ჩხეიძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | ირაკლი ჩხეიძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ წონითი კატეგორია) აკვრაში 212 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველ მოძრაობაში, ატაცში ირაკლი ჩხეიძემ 174 კგ დაძლია და მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვებული 386 კგ-ით საერთო ჩათვლაში მეხუთე იყო.

სოფიაში კონტინენტის პირველობა 13 თებერვალს დაიწყო. პირველ დღეს რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

დღეს, 19 თებერვალს 87 კგ წონით კატეგორიაში – მარიამ მურღვლიანი, ხოლო 109 კგ-ში ზაზა ლომთაძე იასპარეზებს.