7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარე პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს დაკითხავს.
საქმის ამ ეპიზოდზე განხილვები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს წარუდგინა. მათ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.