7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე გიორგი ისაკაძე დაიკითხება
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე გიორგი ისაკაძე დაიკითხება.
2007 წელს, გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი იყო. გიორგი ისაკაძე ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეა.
წინა სასამართლო სხდომაზე ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი პარტნიორი გიორგი ჯაოშვილი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ მას კუთვნილი წილები იძულებით დაათმობინეს, ამ პროცესს კი ტელეკომპანია „იმედის“ მაშინდელი დირექტორი გიორგი ისაკაძე ესწრებოდა.
ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ბრალდებულები არიან – მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.