51-ე სკოლის მოსწავლის მშობელი - ყველაფერს ხომ არ ავუკრძალავთ ბავშვებს, დესპოტური მიდგომა გამოვა 
51-ე სკოლის მოსწავლის მშობელი - ყველაფერს ხომ არ ავუკრძალავთ ბავშვებს, დესპოტური მიდგომა გამოვა 

თბილისში, 51-ე სკოლასთან მოსწავლეთა მშობლები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, სკოლის დირექტორი ყველანაირად ცდილობს, რომ სკოლაში წესრიგი იყოს.

ამასთან, ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ როგორც აქვს ინფორმაცია, ინციდენტში მონაწილე მოსწავლეს სათამაშო იარაღი ჰქონდა, რომელშიც “მრგვალი ტყვიები იყო”.

“სათამაშო იყო ის, მრგვალი ტყვიები რომ არის ის იყო, არც ეს უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ამ ბავშვებს ყველაფერს ხომ არ ავუკრძალავთ, დესპოტური მიდგომა გამოვა. ჩვენი სკოლის დირექტორი ყველანაირად ცდილობს წესრიგის შენარჩუნებას. შიგნით მანდატურები სულ არიან, მაშინ სკოლების წინაც უნდა იყოს მობილიზებული პატრული და მიხედოს იმას შეჯგუფებულები რომ დადიან ხოლმე მოსწავლეები. როცა ბავშვი სკოლაში არ არის შეტყობინება მოგვდის ტელეფონზე დამრიგებლისგან. რაც შეეხება ხორავას ქუჩას, 51-ეს და მეექვსე სკოლის ბავშვები ხშირად იკრიბებიან იქ, სახაჭაპურე ყოფილა კარგი, ამიტომ ამ ტერიტორიაზე ხშირად ხედავენ სკოლის მოსწავლეებს. გამოსავალი იქნება, რომ რელიგიის გაკვეთილები შეიტანონ სკოლებში, ასევე მთავარია ფსიქოლოგების ჩართულობა”, – განუცხადეს  51-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა ჟურნალისტებს.