51-ე სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოკითხეს. პოლიციის შენობაში საგამოძიებო უწყების შეკითხვებს სკოლის მასწავლებლები და დირექტორიც პასუხობდნენ.
სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბავშვებს შორის ინციდენტი არა შეჯახების, არამედ ვიდეორგოლის გამო დაიწყო, რომელიც მე-12 კლასელებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე გაუშვეს და რომელშიც ქურდული მენტალიტეტი იყო გაშარჟებული, სიმართლეს არ შეესაბამება.
მოზარდების შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო,რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.