თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაუდასტურეს.

რატომ დატოვა სკოლის დირექტორის თანამდებობა თურქაძემ, ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხსაც უკავშირდებოდეს. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწორედ 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხი მანანა თურქაძესთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა ვერ მოხერხდა.