თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის, მანანა აბაზაძის ვარსკვლავი გაიხსნება.
ასევე, გაიმართება მანანა აბაზაძისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობას „სუხიშვილების“ რამდენიმე თაობა მიიღებს.
მანანა აბაზაძემ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მე, ბებია ილიკო და ილარიონი“. ასევე მონაწილეობდა ფილმებში „მაცი ხვიტია“ (გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „უსახელო უფლისციხელი“ (კარლო ღლონტი, 1968).
მანანა აბაზაძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება. ცეკვავდა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, იყო ანსამბლის სოლისტი. 1986 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.