2024 წლიდან კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სარგავი მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
2024 წლიდან კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სარგავი მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. დადგენილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. ინიციატივა ევროკავშირის EU4Business პროგრამის ფარგლებში, FAO-ს უშუალო ჩართულობით განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ FAO ავრცელებს.
„2024 წლისთვის სავალდებულო ხდება ევროპული CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტი, კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს ნერგების წარმოება და გაყიდვა.
დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ მცენარეებისა და მცენარეთა სარგავი მასალებისთვის. დადგენილება ფარავს ორ ძირითად ასპექტს სერტიფიცირების სისტემის დასანერგად: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დაცვას მცენარეთა სარგავი მასალების წარმოების პროცესში და მასალებზე ფიტოსანიტარულ პროცედურებსა და კონტროლს“, – ნათქვამია განცხადებაში.