გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტი ხუთ ქვეყანაში დაინერგა

13:56, 12.01.2024
29 November 2021, Rome, Italy - FAO members' flags are hoisted outside the Food and Agriculture Organisation of the United Nations Headquarters on the occasion of the FAO Council 168th Session opening, FAO Headquarters.

29 November 2021, Rome, Italy - FAO members' flags are hoisted outside the Food and Agriculture Organisation of the United Nations Headquarters on the occasion of the FAO Council 168th Session opening, FAO Headquarters.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები კარიბის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას ეწვივნენ. ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში შექმნილი „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის“ აღნიშნულ ქვეყნებში ტრანსფერი და წარმატებით დანერგვა. NAITS-ს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით.

„ამ ეტაპისთვის NAITS-ი საერთაშორისო მასშტაბით უკვე დაინერგა შემდეგ ქვეყნებში მას მერე, რაც მათ აღნიშნული სისტემისადმი ინტერესი გამოხატეს: ანტიგუა და ბარბუდაში, ბარბადოსში, გაიანაში, სენტ-ლუსიაში და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში. სისტემის დანერგვა მიმდინარეობს კიდევ ორ ქვეყანაში – ჩრდილოეთ მაკედონიასა და მავრიკის კუნძულებზე.

NAITS-ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს საქართველოში კანონით იდენტიფიცირებადი შინაური ცხოველების შესახებ სხვადასხვა მონაცემს. პროექტი ემსახურება ქვეყანაში სასურსათო რისკების შემცირებას და მეცხოველეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდას. NAITS-ის მიზანია, ცხოველთა და მათი პროდუქტების მიკვლევადობით ხელი შეუწყოს ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სურსათის უვნებლობას. ის ეხმარება ფერმერებს, გავიდნენ რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე და შეძლონ ევროკავშირის ბაზრის საიმპორტო მოთხოვნების დაკმაყოფილება. პროგრამა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი