2022 წელს თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება
2022 წელს თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება გათანაბრდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ხელფასების გათანაბრებასთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესიც გაგრძელდება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს.