სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები აქციას მართავენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები აქციას მართავენ. მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მხარდაჭერით, ისინი გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან შეიკრიბნენ.

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმებულები დასაჯა და წლის ბოლოს დანამატის სახით ხელფასის მხოლოდ 70 პროცენტი აიღეს. მათივე ინფორმაციით, პირველი იანვრის შემდეგ გაუქმდა პერსონალისა და სასწრაფოს მანქანების დაზღვევაც, რისი მიზეზიც უცნობია.