ხვალ, 20 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ.
განხილული იქნება გადაწყვეტილების პროექტი – 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის შესახებ, ასევე მოსამართლეების შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვების შესახებ.
ხვალვე საბჭოს წევრები დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსზე დარეგისტრირებულ კანდიდატებს უყრიან კენჭს.