20 ნოემბერი - ბავშვთა მსოფლიო დღე, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკამპანია [ვიდეო]
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მიერ მომზადებულ საიმიჯო ვიდეორგოლში 2019 წლის საბავშვო ევროვიზიის საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი მონაწილეობს.
ვიდეორგოლში 15 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ შორის საქართველოს პირველი არხი მონაწილეობს.
ვიდეორგოლი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბავშვთა მსოფლიო დღეს მიუძღვნა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მაყურებელს მშობლიურ ენაზე ესალმებიან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1959 წლის 20 ნოემბერს მიიღო ბავშვთა უფლებების დეკლარაცია, ხოლო 1989 წლის 20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების კონვენცია.