20 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
საზოგოგადოებრივი მაუწყებელი 20 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 20 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯი-თი მოტორსი“ გამოვლინდა.
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“.
ელექტრონულ ტენდერში გამართული ვაჭრობის შედეგად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შემცირდა 73 165 ლარით. „ჯი-თი მოტორსმა“ მაუწყებელს „სუზუკი ვიტარას“ მარკის ავტომობილები შესთავაზა.
ტენდერი ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის სრული დაცვით. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გამარჯვებული კომპანიის მფლობელთა პოლიტიკურ პრეფერენციებზე აპელირება მიგვაჩნია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის სამართლიანობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობად, არაპროფესიონალურად და არაკორექტულად, რადგან ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის დროს გადამწყვეტია მონაწილე კომპანიისგან დაბალი ფასის შემოთავაზება. შესაბამისად, კომაპანიამ შპს „ჯი-თი მოტორსი“ ტენდერი მის მიერ შემოთავაზებული დაბალი ფასის გამო მოიგო.
ბოლო დროს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს რიგი ცვილებები, რომელთა აუცილებლობაც ცხადია, თუმცა ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას ადგილი აქვს სხვადასხვა პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას, კონტექსტიდან ამოვარდნილი ინფორმაციით მანიპულირებას. აღნიშნულის პასუხად, ყოველი სიახლის განხორციელებისას საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც აუდიტორიის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ავრცელებს ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას.
ყველას, ვინც კი დაინტერესებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ობიექტურად მიუდგეთ და შეაფასოთ მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებები, რომელიც ორგანიზაციის გამართული მუშაობის მიღწევას ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.