მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტის მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე, მდინარე მულხურაში ჩავარდნილი ავტომობილი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. მანქანაში არავინ არ იყო, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ იქ მინიმუმ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მანქანის მეპატრონე ო.კ-ს მაშველები და ადგილობრივები მდინარის სანაპიროს გასწვრივ ეძებენ.

ავტომობილი მდინარე მულხურაში დღეს გადავარდა. შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.