საქართველოს მთავრობას სპორტული დანიშნულების ავტომობილის კრიტერიუმების განსაზღვრა დაევალება
საქართველოს მთავრობას სპორტული დანიშნულების ავტომობილის კრიტერიუმების განსაზღვრა დაევალება

საქართველოს მთავრობას სპორტული დანიშნულების ავტომობილის კრიტერიუმების განსაზღვრა დაევალება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და გადაადგილების წესი კი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანმდევ ცვლილებას წარმოადგენს.

კანონში შესატანი ცვლილებების მიზნებსა და ამოცანებზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მომხსენებელმა კანონპროექტთა პაკეტში შესატან ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა და ის ახალი ნორმები და მიდგომები განმარტა, რომლებიც მომსახურების სააგენტოს საქმიანობას უკავშირდება.

სხდომაზე, კომიტეტის წევრებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა „საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N6 ცვლილების წერილი შეთანხმება“ გააცნო. მისი ინფორმაციით, ფინანსური დოკუმენტი მესტიის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოსაწყობად, ფრანგული მხარის მიერ კრედიტის და გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფინანსური პროტოკოლის შეთანხმება, რომელსაც ხელი 2022 წლის 15 აპრილს მოეწერა, ფრანგ მომწოდებელსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების ვადის გახანგრძლივებას ეხება და აღნიშნულ ვადად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.

კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

დატოვე კომენტარი