კახა კალაძე - ჩვენ არ ვებრძვით კერძო ტრანსპორტს, პირიქით, სატრანსპორტო რეფორმით, მიმართულებები ყველას თანაბრად გადაუნაწილდება
კახა კალაძე - ჩვენ არ ვებრძვით კერძო ტრანსპორტს, პირიქით, სატრანსპორტო რეფორმით, მიმართულებები ყველას თანაბრად გადაუნაწილდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრივილეგიებსა და განახლებაზე საუბარი არ ნიშნავს, რომ კერძო ტრანსპორტს ებრძვიან.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული სატრანსპორტო რეფორმით, სატრანსპორტო მიმართულებები ყველას თანაბრად გადაუნაწილდება.

მაგალითად, კალაძის განმარტებით, ავტობუსს ექნება შესაბამისი მოძრაობის ზოლები, რომლებიც მხოლოდ ავტობუსებითვის იქნება განკუთვნილი.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრივილეგიებსა და განახლებაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის ის, რომ ვებრძვით კერძო ტრანსპორტს და კერძო ტრანსპორტის მძღოლებს. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მეც მყავს ჯიპი, თავადაც გადავაადგილდები ავტომობილით. პირიქით, ჩვენ მიერ შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკით, მიმართულებები ყველას თანამბრად გადაუნაწილდება. ავტობუსს ექნება შესაბამისი მოძრაობის ზოლები და, რა თქმა უნდა, ის მხოლოდ ავტობუსებითვის იქნება განკუთვნილი“, -განაცხადა კალაძემ.