18 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია გაიმართება
18 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია გაიმართება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის პრეზენტაცია 18 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ პირველ არხს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები ფუნდამენტური იქნება.

„პრეზენტაციაზე წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, თუ რის შეცვლას ვაპირებთ მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებით. ფუნდამენტურად იცვლება სქემა, რომელიც ყველა მასწავლებლის ინტერესია. იცვლება ტრენინგების პროცესი, რომელიც არ იყო ისეთი ეფექტიანი, როგორც გვინდოდა. ამიტომ ვაღებთ კარს და ვიწვევთ, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ მხარეს, უფრო მაღალი დონის ტრენინგების მოდული შემოვა მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა შუკაკიძემ.

მისი თქმით, იცვლება ქართული ენისა და ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებით მიდგომები.

„პარასკევს ძალიან დეტალურად წარვადგენთ გეგმას ყველა ამ მიმართულების შესახებ“, –  განაცხადა ბერიკა შუკაკიძე.

ამასთან, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრი შეხვედრებს გამართავს, რომლებზეც საზოგადოებას განათლების ახალი რეფორმის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია.