სკრიპალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ბორისოვისა და პეტრუშოვის საქმეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორმაგ აგენტ სერგეი სკრიპალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი რუსი ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი მანამდე ნიდერლანდებში იყვნენ დაპატიმრებულები. ამის შესახებ Bellingcat-ისა და The Insider-ის მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარია.
13 სექტემბერს ჰოლანდიურმა და შვეიცარულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2018 წლის დასაწყისში ნიდერლანდებში ორი რუსი ჯაშუში დააკავეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსი ჯაშუშები შვეიცარიაში ცდილობდნენ ჩასვლას, რომ ქალაქ შპიცის ლაბორატორიაზე წვდომა მოეპოვებინათ. ეს ლაბორატორია სირიასა და სოლსბერიში განხორციელებული ქიმიური თავდასხმების საქმეზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაცით, დაკავების შემდეგ მათი დეპორტაცია განხორციელდა.
გარდა ამისა, სატელეფონო ამონაწერის მიხედვით, ბოშიროვისა და პეტროვის ტელეფონის ნომრები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზეა.
გარდა ამისა Bellingcat-ისა და The Insider-ის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ანტიდოპინგურ სააგენტოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში.