BBC - დიდ ბრიტანეთში მოწამლული წყვილი იმავე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რაც სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს
BBC - დიდ ბრიტანეთში მოწამლული წყვილი იმავე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რაც სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს

დიდ ბრიტანეთში მოწამლული წყვილი იმავე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, ე.წ. „ნოვიჩოკის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რაც რამდენიმე თვის წინ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთის მოქალაქეები, 44 წლის დენ სტარგესი და 45 წლის ჩარლი როული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი იმ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს, სადაც ოთხი თვის წინ რუსული დაზვერვის თანამშრომელი, სერგეი სკრიპალი მიიყვანეს.

სკოტლანდ იარდის დასკვნის მიხედვით, წყვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხელ ხაზზე გუშინ შევიდა. ისინი სახლში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მოწამლული წყვილის საცხოვრებელი სერგეის სკრიპალისა და მისი ქალიშვილის თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს.

მარტის დასაწყისში, ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნულ საქმეში პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.