სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს
სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით,  სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთმა ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლაში მაშინ რუსეთი დაადანაშაულა. ბრიტანეთში ამბობენ, რომ სკრიპალის მოსაწამლად საბჭოთა კავშირში წარმოებული ნერვულ-პარალიტიკური აგენტი, ე.წ. „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.