ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთმა ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლაში მაშინ რუსეთი დაადანაშაულა. ბრიტანეთში ამბობენ, რომ სკრიპალის მოსაწამლად საბჭოთა კავშირში წარმოებული ნერვულ-პარალიტიკური აგენტი, ე.წ. „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.