Bellingcat - სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ბოშიროვი, სინამდვილეში, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი ჩეპიგაა
Bellingcat - სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ბოშიროვი, სინამდვილეში, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი ჩეპიგაა

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი ბოშიროვი, სინამდვილეში, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი ჩეპიგაა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bellingcat და The Insider-ი ავრცელებენ. ინფორმაცია BBC-იმ დაადასტურა.

The Insider -ის ცნობით, 39 წლის ანატოლი ჩეპიგა, ამურის ოლქში დაიბადა. 2001 წელს მან ახალი პასპორტი მიიღო, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ინსტიტუტმა გასცა.

დაბადების ადგილად ახალ პასპორტში მან ხაბაროვსკის სამხედრო ნაწილის მისამართი მიუთითა. ამ ნაწილში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანიშნულების რაზმებს წვრთნიდნენ.

2003 წელს კიდევ ერთი პასპორტი აიღო. 2010 წელს ჩეპიგა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

ჩეპიგას მიღებული აქვს რუსეთის გმირის წოდება. ეს ჯილდო მას 2014 წელს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის გადასცეს.

Bellingcat-ი წერს, რომ “ბოშიროვი” და “ალექსანდროვი” მანამდე ნიდერლანდებში დააკავეს.

შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილო სოლსბერიში მარტში მოწამლეს. ლონდონმა დანაშაულში ეჭვმიტანილებად რუსეთის მოქალაქეები “ბოშოროვი” და “ალექსანდროვი” გამოაცხადა. სკოტლანდ იარდი მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებად მიიჩნევს.

დატოვე კომენტარი