აჭარის განათლების მინისტრი - რეგიონის მასშტაბით მოსწავლეთა 95 პროცენტისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია
აჭარის განათლების მინისტრი - რეგიონის მასშტაბით მოსწავლეთა 95 პროცენტისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია

აჭარაში მოქმედი 229 საჯარო სკოლის 61 ათასამდე მოსწავლემ სასწავლო წელი დღეს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის განცხადებით, მთელი რეგიონის მასშტაბით, მოსწავლეთა 95 პროცენტისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

„ჩვენ გამოვიყენებთ იმ უზარმაზარ გამოცდილებას, რომელიც გაზაფხულზე დისტანციური სწავლების დროს დაგვიგროვდა. მაშინდელი მონაცემებით, ინტერნეტი მიუწვდომელი იყო მხოლოდ 5-6 პროცენტისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, დღეიდან განახლდა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვის არის მისაწვდომი“, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აჭარაში სწავლის პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება. სკოლების უმრავლესობაში კი უსაფრთხოების ზომები სრულად არის დაცული. მისივე ინფორმაციით, ბათუმის, ქედისა და ხელვაჩაურის ყველა სკოლა მოთხოვნებს აკმაყოფილებს, სხვა მუნიციპალიტეტებში კი მონიტორინგი ჯერ არ დასრულებულა.